 |
 |
 |
 |
ზედამხედველი ორგანოები
- საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის; ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის; საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის; სადაზღვევო კომპანიებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირებისათვის; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის; საბაჟო ორგანოებისათვის; გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირებისათვის.
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ნოტარიუსებისათვის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, საზედამხედველო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების (გარიგების შესახებ, მათ შორის, მისი მონაწილე პირების იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაციის სისტემატიზაციისა და მიწოდების, შიდა კონტროლის განხორციელებისა და სხვ.) შესრულების შემოწმებისათვის, განსაზღვრული წესითა და პროცედურით.
თუ საზედამხედველო ორგანომ აღმოაჩინა, რომ გარიგება ექვემდებარებოდა მონიტორინგს და ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო გადაგზავნილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, ან რომ დარღვეული იყო `უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ~ საქართველოს კანონის, შესაბამისი ნორმატიული აქტების ან ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებები, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და დამრღვევ პირს დააკისროს შესაბამისი სანქცია. |
 |
 |
 |
 |