ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

15
ნოე

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის საშემფასებლო მისიის ვიზიტი საქართველოში

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა  15.11.2019კომიტეტის (Moneyval) საშემფასებლო მისია 4-15 ნოემბერს საქართველოში იმყოფებოდა. მისიის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან მათი შესაბამისობის შემოწმება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. საშემფასებლო მისიის მიერ მომზადებული საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში განიხილება და დამტკიცდება 2020 წელს ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე.