18
სექ
სექ
ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის მიერ საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშის დამტკიცება
2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებები და ამ მიმართულებით ქვეყნის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.