ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

04
მაი

2021 წლის 30 მარტს ცვლილებები შევიდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში

მიმდინარე წლის 14 აპრილს ძალაში შევიდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე და 42-ე მუხლების ახალი რედაქცია, რომლის თანახმად, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში განხორციელებული ცვლილება (პირის სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანა ან ამ სიიდან ამოღება ან პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილება) საქართველოს ტერიტორიაზე პირდაპირი მოქმედების ძალას იძენს გაეროს სანქციების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.