03
ივლ
ივლ
2023 წლის 16 მაისს ცვლილება შევიდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
2023 წლის 16 მაისს ცვლილება შევიდა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციები. ცვლილება შეეხო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მუხლებს, სადაც დაზუსტდა ტერმინები; გაფართოვდა ფულის გათეთრების ტერმინის შინაარსი; გაჩნდა პირდაპირი ჩანაწერი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზის წარმოების შესახებ; დაზუსტდა პოლიტიკურად აქტიური პირის ტერმინი. დეტალური ცვლილების ნახვა შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე - https://matsne.gov.ge