ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

სამსახურის შესახებ

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითად მიზანს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა წარმოადგენს. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების, აგრეთვე, სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი მიზნებიდან გამომდინარე, აქტიურად თანამშრომლობს კანონით განსაზღვრულ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებთან, მათ საზედამხედველო ორგანოებსა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიურ სამსახურებთან.