ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

ორმხრივი თანამშრომლობა

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება სხვა სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებთან დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები (შეთანხმებები), რომლებითაც მოწესრიგდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ინფორმაციის გაცვლა და სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმებული აქვს უკრაინის, სერბეთის, ლიხტენშტეინის, ესტონეთის, ჩეხეთის, ისრაელის, სლოვენიის, რუმინეთის, პანამის, ტაილანდის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ხორვატიის, მოლდოვას, ლიბანის, ინდონეზიის, სომხეთის, თურქეთის, შვედეთის, პოლონეთის, მაკედონიის, ლატვიის, კვიპროსის, არუბას, ანდორას, სან–მარინოს, ინდოეთის, ბელორუსიის, ფინეთის, დანიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ლიტვის, არგენტინის, მალტის, პორტუგალიის, უნგრეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, მონტენეგროსა და მონაკოს შესაბამის სამსახურებთან.