ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

EGMONT GROUP

ეგმონტის ჯგუფი

ეგმონტის ჯგუფი 1995 წელს 9 ივნისს შეიქმნა. მისი სახელწოდება მომდინარეობს ბრიუსელში ეგმონტის ჯგუფის პირველი შეკრების ადგილის - ეგმონტ-არენბერგის სასახლის სახელწოდებიდან. ეგმონტის ჯგუფის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური მონიტორინგის უწყებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაციისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა. ეგმონტის ჯგუფში ამჟამად 166 ქვეყნის ფინანსური დაზვერვის უწყებაა გაერთიანებული (2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით). საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეგმონტის ჯგუფის წევრია 2004 წლის 23 ივნისიდან და აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში.

ეგმონტის ჯგუფის სტრუქტურა მოიცავს უმაღლეს მმართველ ორგანოს მასში გაწევრიანებული სხვადასხვა ქვეყნების ფინანსური მონიტორინგის უწყებების უფროსების გენერალური ასამბლეის სახით, რომელიც სულ მცირე წელიწადში ერთხელ იკრიბება პლენარულ სხდომებზე; ეგმონტის ჯგუფის კომიტეტს, რომელიც გენერალური ასამბლეისა და სამუშაო ჯგუფების საკონსულტაციო-საკოორდინაციო ორგანოა და სამუშაო ჯგუფებს.

ეგმონტის ჯგუფის საქმიანობას საფუძვლად უდევს ქარტია, მისი ბიუჯეტის ფორმირება ხდება წევრი სახელმწიფოების ფინანსური მონიტორინგის უწყებების ყოველწლიური შენატანებითა და სხვადასხვა ნებაყოფლობითი შემოწირულობებით.

ვრცლად: www.egmontgroup.org