ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

MONEYVAL

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval)

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტი (Moneyval) 1997 წელს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ინიციატივით შეიქმნა. კომიტეტის მიზნად განისაზღვრა ფულის გათეთრების წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება. თავის საშემფასებლო საქმიანობაში Moneyval-ის კომიტეტი FATF-ის რეკომენდაციებსა და პრაქტიკას ეყრდნობა.

1999 წლიდან საქართველო ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის წევრია. კომიტეტში საქართველოს წარმოადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რომელიც, ასევე, ხელმძღვანელობს საქართველოს დელეგაციას. სადღეისოდ Moneyval-ისკომიტეტი 30 წევრს აერთიანებს.

2020 წლის 17 სექტემბერს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მექანიზმების ეფექტურობისა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან შესაბამისობის საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში.

ვრცლად: www.coe.int/moneyval