მონიტორინგის განმახორციელებელი პირები
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ანგარიშვალდებული პირების ვალდებულებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, კანონის თანახმად, ანგარიშვალდებულ პირებად რეგისტრირდებიან:
» სადაზღვევო ბროკერი, გადაზღვევის ბროკერი
» მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
» ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები
» ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
» არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები
» სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები
» ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი
» სესხის გამცემი სუბიექტი
» ადვოკატი, საადვოკატო ბიურო
» სერტიფიცირებული ბუღალტერი
» იურიდიული პირი, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას ახორციელებს და რომლის სახელით მოქმედებს სერტიფიცირებული ბუღალტერი
» საგადახდო მომსახურების პროვაიდერები
» საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი
» ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი