ანგარიშგებათა მიწოდების ონლაინ სისტემა

საყურადღებო და არაკოოპერირებადი ზონები

"უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით, განსაზღვრავს ქვეყნებს და ქვეყანათა გარკვეულ ტერიტორიებს, სადაც მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი. ესა თუ ის ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი.