მომხმარებლის ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები
ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული პირის პასუხიმგებელ თანამშრომლს შეუძლია მიიღოს სატელეფონო კონსულტაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცხელ ხაზზე, რის შემდეგაც, კონსულტაციის შესაბამისად, შეუძლია მიმართოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წერილობით. წერილს უნდა დაერთოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული განაცხადის ფორმა.
განაცხადის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, განახლებული, ერთჯერადი უსაფრთხოების კოდი გაიგზავნება პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტის მისამართზე, რომელიც პირველივე ავტორიზაციისას უნდა შეიცვალოს სასურველი კოდით.
თუ პასუხისმგებელი პირის ელ. ფოსტაზე წვდომა შეზღუდულია განაცხადის ფორმაში აღწერილ მიზეზთა გამო, ფორმაში აგრეთვე უნდა მიეთითოს ალტერნატიული ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც გაიგზავნება განახლებული უსაფრთხოების კოდი.
წერილი უნდა გამოიგზავნოს საფოსტო გზავნილით ან ელექტრონულად სკანირებული ვერსია დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით - შემდეგ მისამართზე: „info@fms.gov.ge".
ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მოგვმართეთ:
» ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო / ტელ.: 2 241 700 (613)
» საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო / ტელ.: 2 241 700 (619)
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00