ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში ჩართული ფინანსური ინსტიტუტები და ზოგიერთი არაფინანსური პროფესია თუ ორგანიზაცია (ანგარიშვალდებული პირები) და შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ერთად, თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაძლებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოძიება ქართულ და ინგლისურ ენებზე.